ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ხუთშაბათს ტრადიციულად ევროპა ლიგის შეხვედრები გველის. განვიხილოთ ხუთშაბათის მატჩის დღის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებები.

ფენერბაჰჩე V ლიონი
გიორგი მიქაუტაძის სახელს მთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე უკავშირებდნენ სტამბოლის გალათასარაის, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ ლიონში დარჩენით დასრულდა. დღეს, ქართველი ფორვარდი უპირისპირდება "ლომების" ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, მეზობელ ფენერბაჰჩეს, რომლის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო არის.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ოლიმპიკის თავდამსხმელი პორტუგალიელი მწვრთნელის გაოცებას. ალექსანდერ ლაკაზეტის ტრავმის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ფორვარდი ძირითადში იქნება. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, რონელები 13 ქულით არიან მე-4 პოზიციაზე და მოწინავე ადგილზე დასამკვიდრებლად მათ მოგება სჭირდება. იგივე ითქმის "იადონებზეც", რომლებიც 8 ქულით 22-ე პოზიციაზე არიან.
ევროპა ლიგის ყველა მატჩი:
21:45 - ალკმაარი-რომა
21:45 - ჰოფენჰაიმი-ტოტენჰემი
21:45 - ფენერბაჰჩე-ლიონი
21:45 - პორტო-ოლიმპიაკოსი
21:45 - მალმიო-ტვენტე
21:45 - ყარაბაღი-სტიაუა
21:45 - პლზენი-ანდერლეხტი
21:45 - ბოდო გლიმტი-მაკაბი
23:55 - მანჩესტერ იუნაიტედი-რეინჯერსი
23:55 - ლაციო-სოსიედადი
23:55 - აინტრახტი-ფერენცვაროში
23:55 - რიგასი-აიაქსი
23:55 - ელფოსბორგი-ნიცა
23:55 - უნიონი-ბრაგა
23:55 - პაოკი-სლავია
23:55 - ლუდოგორეცი-მიდტიულანდი