ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ეთერ ასკილაშვილი 63 კგ წონით კატეგორიაში 29 პოზიციით დაწინაურდა და 63-ე ადგილს იკავებს.
20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გასულ უქმეებზე პორტუგალიის გრან პრიზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-5 ადგილზე გავიდა და 252 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
განახლებულ რეიტინგში მამაკაცთა შორის 90 და 100 კგ წონით კატეგორიებს კვლავ ქართველი ძიუდოისტები, ლუკა მაისურაძე და ილია სულამანიძე ლიდერობენ.