საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა, მოქმედმა ოქროს ბურთის მფლობელმა უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ასტონ ვილას წინააღდმდეგ, კვარას მიერ გატანილი გოლი საუკეთესო იყო, რაც მას პსჟ-ს მაისურით გაუტანია.
უბრალოდ ვერ აღვწერ, რა გააკეთა მან მცველის წინააღდეგ. ზოგადად მას ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ლამაზი გოლი აქვს გატანილი.
კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასული სეზონი მისთვის წარმოუდგენელი იყო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.
ასევე, როგორც ვიცი, მას ბევრი ზედმეტსახელი აქვს, ჩვენთან კი მას ხშირად ვეძახით "საუკეთესოს" ან "კვარადონას", - განაცხადა დემბელემ.
@tusisabestodo Gol De kvaratskhelia a aston villa en la UEFA CHAMPIONS LEAGUE @Kvara 7 🥶 #uefachampionsleague #kvaratskhelia #yfp #yourpage #parati ♬ Hymn for the Weekend - Coldplay











