მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ვარსკვლავური ტრანსფერების დიდი მოყვარულია. იყო შემთხვევები, როდესაც ის წინასაარჩევნო დაპირების სახით აანონსებდა ამა თუ იმ მოთამაშის გადმობირებას, მაგრამ ესპანელი ბიზნესმენის არავის სჯეროდა. საბოლოოდ ყველაფერი სრულდებოდა იმით, რომ შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებდა.
2000 წელს, როდესაც "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი პირველად იყრიდა კენჭს, ის გულშემატკივრებს ლუიშ ფიგუს ბარსელონადან ტრანსფერს შეპირდა. "ბლანკოსის" იმდროინდელი პრეზიდენტის, ლორენცო სანსის რეაქცია იყო ასეთი: "ფიგუ? არ მჯერა. მის გარდა, პერესი ზიდანის მოყვანასაც ხომ არ გეგმავს რეალში?".
საინტერესოა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ესპანელმა ბიზნესმენმა ერთი წლის შუალედში მადრიდში ფრანგი და პორტუგალიელი ნახევარმცველიც გადმოიბირა. 2009 წლის მაისის არჩევნებში კი ფლო "სამეფო კლუბის" ქომაგებს რიკარდო კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერებს შეპირდა. "ბლანკოსის" პრეზიდენტის ამჯერად ბერნდ შუსტერს არ სჯეროდა:
"კაკასა და რონალდუს ტრანსფერები თანამედროვე ფეხბურთში არარეალურია. ყველაფერი შეიცვალა. კლუბები მათ არ გაუშვებენ და ამის გარდა, ამხელა ფულს მოთამაშეში არავინ გადაიხდის", - აცხადებდა გერმანელი თავკაცი. როგორც გვახსოვს, პერესმა 2009 წლის ზაფხულში გაიფორმა როგორც ბრაზილიელი, ისე პორტუგალიელი შემტევიც.