სწავლების პირველი მოდული საგურამოში, ეროვნული ნაკრების შეკრების ფარგლებში ჩატარდა.
აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. ამჟამად პროექტში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები.

კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, მონაწილეებს გამოცდილებას უეფას ექსპერტები და Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული უზიარებენ.
სწავლების დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პირველმა-ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, მონაწილეებს წარმატება უსურვეს. პირველ მოდულს დაესწრო უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი.
კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.









