ეროვნული ლიგის მე-4 ტურში საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართება. ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს დინამო თბილისი და იბერია დაუპირისპირდებიან.
დინამო თბილისმა სეზონი დაუმარცხებლად დაიწყო - ჯერ სპაერს მოუგო, შემდეგ კი რუსთავთან უგოლო ფრე ითამაშა, მთავარი გამოცდა კი გუნდს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ ელის.
თავის მხრივ, იბერიას ხასიათის გამოსასწორებლად ეს მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს, რადგან წინა ტურში ტორპედოსთან მძიმე მარცხი იწვნიეს. მათ ბოლო წამზე წააგეს. ისიც სათქმელია, რომ აღნიშნულ მატჩში იბერიას 2 ფეხბურთელი გაუძევეს. შესაბამისად, ზოური და ძაგანია დინამოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.
წარმატებული სტარტი აქვს ეროვნულ ლიგაში ახლადდაბრუნებულ რუსთავსაც. მათ ტორპედო დაამარცხეს, დინამოსთან კი ფრედ ითამაშეს, ახლა კი გაგრას დამარცხენას შეეცდებიან. გაგრელებისთვის სეზონის სტარტი წარუმატებელია და 3 ტურში მხოლოდ ერთი ქულა აქვთ.
ხვალ, საქათველოს ჩემპიონატის კიდევ 3 მატჩი გაიმართება. მეშახტე დინამო ბათუმს უმასპინძლებს, სპაერი სამგურალს, გორის დილა კი შინ ქუთაისის ტორპედოს მიიღებს.
დილასა და ტორპედოს მატჩს ასევე დიდი ინტრიგა აქვს. დილამ წინა ტურში შინ მეშახტესთან წააგო. გორელები ყოველთვის შინ კარგი თამაშით გამოირჩევიან და გასულ სეზონშიც ამის ხარჯზე გადიოდნენ ფონს. შესაბამისად, მათ ტორპედოსთან წაგების უფლება აღარ აქვთ.
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის კალენდარი
15 მარტი
18:00 იბერია - დინამო თბილისი
20:00 რუსთავი - გაგრა
16 მარტი
15:00 მეშახტე - დინამო ბათუმი
20;00 სპაერი - სამგურალი
20:00 დილა - ტორპედო








