დღეს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება, სადაც მოქმედი ჩემპიონი იბერია ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ტორპედოს ეროვნულ ლიგაში უკვე ზედიზედ 7 მატჩია არ წაუგია და უკვე ლიდერებს შორის მოექცა, იბერიასთან ქულების მოპოვება კი იმერლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს.
რაც შეეხება იბერიას, რამდენიმე მატჩში გაკეთებული როტაციების შემდეგ, გუგა ნერგაძემ მიაგნო იმ ძირითად ბირთვს, რითიც გუნდს კიდევ ერთი ჩემპიონობა შეუძლია.
გასულ ტურში იბერიამ გორის დილა დაამარცხა, რითიც ლიდერობა განიმტკიცა და მეორე ადგილოსან რუსთავს 4 ქულით გაასწრო.
ამ გუნდებს შორის გამართული პირველი წრის მატჩი საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა, სადაც ტორპედომ ბოლო წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა. ისე კი, ტორპედოს იბერია სტუმრად 2023 წლის შემდეგ არ დაუმარცხელია.
მე-12 ტურის კალენდარი
10 მაისი
16:00 მეშახტე - დილა (26 მაისი, წყალტუბო)
19:00 იბერია - ტორპედო ქუთაისი (მიხეილ მესხი, თბილისი)
21:00 დინამო ბათუმი - სამგურალი (ბათუმი არენა, ბათუმი)
11 მაისი
სპაერი - გაგრა (მიხეილ მესხი 2, თბილისი)
რუსთავი - დინამო თბილისი (დავით პეტრიაშვილი, თბილისი)








