ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ.
სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია და დასრულდება 9 ოქტომბერს, 18:00.
გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იყოთ რეგისტრირებული ჩვენს საიტზე.
თითო მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი ხმის მიცემა.












