დღეს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც წყალტუბის სამგურალმა რუსთავს, ხოლო დინამო ბათუმმა სპაერს უმასპინძლა.
სამგურალისა და რუსთავის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, გუნდები მეორე ტაიმში უფრო გააქტიურდნენ. ანგარიში ვაჟა ფაცაციამ 68-ე წუთზე გახსნა, თითქოს რუსთავს კიდევ ერთი გამარჯვება უნდა ეზეიმა, თუმცა ნიკო ცეცხლაძემ 82-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.
რუსთავს თასის ჩათვლით ზედიზედ 5 გამარჯვება ჰქონდა და სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო, თუმცა ფრის მიუხედავად, ისინი კვლავ სათავეში არიან.
დინამო ბათუმის საოცარი სვლა გრძელდება. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ამჯერად სპაერი 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი ავოკე ეშეტიეს ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ თასის ჩათვლით, დინამო ბათუმს უკვე ზედიზედ 7 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა - 6 მოგება და ერთი ფრე.












