ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta.ge X Goal.ge ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, გოლს კი გულშემატკივრები გამოკითხვის შედეგად ირჩევენ.
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის და გოლის ჯილდო ქუთაისის ტორპედოს მოთამაშეებს ერგოთ.
იმერული კლუბისთვის გასული თვე წარმატებული იყო. ტორპედომ 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა.
ამ წარმატებაში დიდი წვლილი გიორგი არაბიძემ შეიტანა, რომელმაც 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა და ჩვენი ვერსიით, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
რაც შეეხება გოლს, გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად, აპრილის თვის საუკეთესო გოლად დიეგო დეისაძის მიერ დინამო ბათუმის კარში გატანილი გოლი დასახელდა.








