ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
ჩვენი ვერსიით, ეროვნული ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო ბათუმის შემტევი ლუკა წულუკიძე დასახელდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა აჭარელთა დაუმარცხებელ სერიაში მთავარი წვლილი შეიტანა და გუნდის ლიდერი იყო.
წულუკიძემ გასულ თვეში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, დინამო ბათუმმა კი ჩემპიონატში 4 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.













