რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები დასრულდა, ენცო მარესკა ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! ლონდონურ კლუბსა და ლესტერს შორის მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. ჩელსი იტალიელი სპეციალისტის სანაცვლოდ, €10 მილიონამდე გადაიხდის. მხარეებს შორის კი 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ენცო მარესკას საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. ასკოლი, სევილია, ვესტ ჰემი, პარმა, მანჩესტერ სიტი და ლესტერი, ამ უკანასკნელ კლუბში მარესკას კარიერის საუკეთესო მომენტი ჰქონდა - ჩემპიონშიპში პირველი ადგილი და პრემიერ ლიგაში დაბრუნება. ამ მიღწევის მიუხედავად, მარესკამ ჩელსის შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა.
ცნობისთვის, ჩელსიში აქამდე 6 იტალიელ მწვრთნელს უმუშავია, მარესკა კი რიგით მე-7 იქნება.