ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის ჩხუბის ფონზე, საფეხბურთო პრესამ მადრიდის რეალში წლების წინ მომხდარი მსგავსი ინციდენტი გაიხსენა. საუბარია ჟოზე მოურინიოს მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომელიც სერხიო რამოსის ლიდერულ თვისებებს ეხება.
"ერთ-ერთ ვარჯიშზე ორმა ფეხბურთელმა შეჯახებისას კონტროლი დაკარგა. დაიწყო ჩხუბი, დაძაბულობამ მიაღწია თავის პიკს და იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ვარჯიში ჩაიშლებოდა. ჩემი ასისტენტების ჩარევამდე, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო რამოსმა, რომელმაც კონფლიქტური მოთამაშეები გააშველა.
სერხიომ ფეხბურთელებს უთხრა - "იბრძოლეთ არა ერთმანეთის, არამედ მეტოქეების წინააღმდეგ". აღარავის ამოუღია და ხმა და მოგვიანებით, ვარჯიში უფრო ინტენსიურიც გამოვიდა. ესპანელი კაპიტანი ყოველთვის აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ უდიდესი ეგოს მქონე ვარსკვლავებს ლიდერი სჭირდებოდათ", - იხსენებს პორტუგალიელი სპეციალისტი.








