ლუიშ ფიგუ მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა. საფეხბურთო სამყაროში ტრიალებს მოსაზრება, რომ "სამეფო კლუბს" სჭირდება მკაცრი სპეციალისტი, მაგრამ პორტუგალიელი ექს-ვინგერი თვლის, ლისაბონის ბენფიკას ამჟამინდელი დამრიგებელი აღნიშნულ დახასიათებაში არ ჯდება.
"როდესაც მე ვმუშაობდი მოურინიოსთან, ის იყო თარჯიმანი, მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და მეგობარი. მკაცრ დამრიგებლად მას არასდროს ვთვლიდი. რეალს არც სჭირდება სიმკაცრე, საჭიროა სპეციალისტი, რომელსაც ტაქტიკური ცოდნის გარდა, 30 ადამიანის მართვის უნარი აქვს.
ასეთი მწვრთნელები მადრიდში იყვნენ დელ ბოსკე, ანჩელოტი და ზიდანი, თუმცა არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამას ჟოზე, პერესს ჰკითხეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბენფიკას დამრიგებელი არის ჩემი მეგობარი და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-ვინგერმა.








