ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს საფრანგეთს დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში 2-3 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში საფრანგეთმა პირველი ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე გახსნა — თავი ტელიმ გამოიჩინა. 76-ე წუთზე აბუაშვილმა გაათანაბრა, ხოლო 8 წუთში საზონოვმა საქართველო წინ გაიყვანა. 89-ე წუთზე, ლეპენანმა აღადგინა წონასწორობა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე კი ბარიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
საფრანგეთი 3-2 საქართველო
გოლები: 1-0 ტელი (35'), 1-1 აბუაშვილი (76'), 1-2 საზონოვი (84'), 2-2 ლეპენანი (89'), 3-2 ბარი (90+12')
C ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ პოლონეთი 5-0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო ტურში საქართველოს სწორედ პორტუგალიას შეხვდება — შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





