კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ჟალგირისს დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჟალგირისის მთავარმა მწვრთნელმა ანდრიუს სკერლამ გააკეთა.
"ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით, თუმცა ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით. ფაქტია, დინამო თბილისმა გვაჯობა.
მათმა შემტევებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. განმეორებითი მატჩი სავსე ტრიბუნის წინ იქნება და საკუთარ მოედანზე დადებითი შედეგის დაფიქსირებას შევეცდებით", - განაცხადა ჟალგირისის მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი დინამო თბილისსა და ჟალგირისს შორის, ზუსტად ერთ კვირაში შედგება.












