ეროვნული ლიგის ტურის გამორჩეული შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და გორის დილა დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა ლეო სანტოსის გადაცემით გოლი გუნდის ერთ-ერთნა ლიდერმა ნიკა ნინუამ გაიტანა.
დინამოელთა ლეგიონერმა დო კოუტუმ 59-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. ანოფიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და დიანმომ 2:1 გაიმარივა.
ამ გამარჯვებით დინამოელებმა 37 ქულა დააგროვეს, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს და ლიდერ რუსთავთან სხვაობა 5 ქულაა, თუმცა დინამოს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.












