ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა თბილისში გაიმართა, დინამო თბილისმა მეშახტეს, გაგრამ კი ტორპედოს უმასპინძლა.
დინამო თბილისმა აუტსაიდერ მეშახტესთან უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მომენტებიც ჰქონდა, თუმცა საქმე გოლამდე არ მივიდა.
მეორე ნახევარში დინამო 10 კაცით დარჩა, როცა მოედნიდან უგრეხელიძე გააძევეს, ამის მიუხედავად უპირატესობას მაინც დინამო ფლობდა, საბოლოოდ მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ქუთაისის ტორპედომ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. 21-ე წუთზე იმერლები დაწინაურდნენ, როცა ჭავჭანიძემ გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
მეორე ნახევარში გაგრა გააქტიურდა, 74-ე წუთზე გოშთელიანამ ანგარიში გაათანაბრა, მალვე გაგრა 10 კაცით დარჩა, მოედნიდან მათე ცინცაძე გააძევეს, თუმცა ტორპედომ ამით ვერ ისარგებლა და მატჩი 1:1 დასრულდა.











