თბილისის დინამო ამჟამად იმყოფება პორტუგალიაში, სადაც ზამთრის შეკრებას გადის. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მოსამზადებელი პროცესის პირველი ეტაპი დაუთმო ფიზ. მომზადებას, 26 იანვრიდან კი დედაქალაქელები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ. ცნობილია, თუ რომელი გუნდები იქნებიან "ლურჯ-თეთრების" მეტოქეები.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის პირველი მოწინააღმდეგე იქნება დალასი, შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება. ხუთი დღის შემდეგ, მეტოქე ლისაბონის სპორტინგის ბ გუნდი იქნება. მესამე ამხანაგურ მატჩს დინამო კრიენას წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართული კლუბი პორტუგალიაში დარჩება 13 თებერვლამდე და რამდენიმე ამხანაგურ თამაშს კიდევ გამართავს.