საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ევროტურნირებზე მორიგი კრახი განიცადა. გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუდოგორეცთან, შემდეგ კი კონფერენს ლიგის შესარჩევ ციკლში დეჩიჩთან დამარცხდა.
არადა, ჩემპიონი გუნდისთვის მინიმუმ კონფერენს ლიგის ფლეიოფში თამაში მარტივია და რეალურად, კონფერენს ლიგის ბადეც მარტივი იყო, თუმცა აჭარლებმა დეჩიჩის ბარიერი ვერ გადალახეს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თუ დინამო ბათუმი ევრო ასპარეზზე წარუმატებლად გამოვიდოდა, მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს გაშვებას აპირებდა და ასეც არის, თუმცა გუნდი სხვა პრობლემას და ბარიერს აწყდება.
უკრაინელ სპეციალიტს დინამო ბათუმთან კონტრაქტი კიდევ 1.5 წლით აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს ბათუმი დემჩენკოს გაუშვებს, კომპენსაციის სახით დაახლოებით 100 ათას ევროზე მეტის გადახდა მოუწევს. ამიტომ, ჯერჯერობით, დემჩენკოს გაშვების გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჩვენივე ინფორმაციით, თუ დემჩენკო დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მის სავარაუდო შემცვლელებად გიორგი ჭიაბრიშვილი და გიორგი მიქაძე მოიაზრებიან.