დღეიდან 20 ივლისის ჩათვლით, ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნული დივიზიონში 2 ჯგუფად გაიყო გუნდები, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ესტონეთთან, შვეიცარიასთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები მოახლოებულ ტურნირს ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. ქვიშის ფეხბურთის ნაკრებსმასიმილიანო დე ჩელისი უხელმძღვანელებს. იტალიელ სპეციალისტს გერმანიის, უნგრეთის, მალტის და ნორვეგიის ნაკრებების მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება აქვს.
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ბათუმის ქვიშის არენაზე ტურნირის დაწყებამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა. დღეს კი ჩვენი გუნდი ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ბათუმში, ქვიშის ფეხბურთის არენაზე, 21:00 საათზედაიწყება.დასწრება თავისუფალია
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








