მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა დუბლინში მასპინძელ ტალა სთეიდიუმზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ირლანდიასთან მატჩის შესახებ ჩვენი გუნდის მთავრმა მწვრთნელმა ისაუბრა:
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ეტაპზე მოსვლა შევძელით. ამ დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
პლეი-ოფამდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. ამ მატჩისთვის ნულიდან ვემზადებით. პირველი შეხვედრის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს გამოვასწორებთ, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, გოგონები მაქსიმუმს გააკეთებენ".
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









