ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
არადა, ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრაში დაწინაურდა, თუმცა როდრიმ უზუსტესი დარტყმით ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა.
როდრის ამ გოლს დიდი განხილვა მოჰყვა, რადგან ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა იყო და მორატა მამარდაშვილს ხელს უშლიდა.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ფოტოზე ყველაფერი კარგად ჩანს - არის წითელი ზონა, სადაც ყოფნის შემთხვევაში, მეკარეს ეფარები და ბურთს ვერ ხედავს, მწვანე ზონაში მყოფი ფეხბურთელები კი მამარდაშვილს ხელს არ უშლიან.
მორატა წითელ ზონაში იმყოფება, მამარდაშვილს ამის გამო თავის გაწევა და ბურთზე კონტროლის შენარჩუნება მოუწია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მსაჯი შეცდა და თამაშგარე მდგომარეობა ფიქსირდებოდა.