ბრძოლაზე, შრომაზე, აფხაზეთზე, ჭუბერის ტკივილით სავსე გზაზე, ემიგრაციაზე, დაბრუნებაზე, ისევ ემიგრაციაზე, გამარჯვებაზე, აფხაზეთში დაბრუნების იმედსა და იმაზე, რომ აუცილებლად გაიმარჯვებ თუ ბოლომდე იბრძოლებ, - ამ ყველაფრის შესახებ, გვიყვება ბიოგრაფიული ლიტერატურა “დედა და ილია” - UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი, რომლის ავტორი გიორგი კეკელიძეა.
წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს ბიბლუსში - ბუქკაფეში გაიმართა. “დედა და ილია” მკითხველს ლია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანი-თოფურიამ, გიორგი კეკელიძემ და SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა წარუდგინეს.

წიგნის პრეზენტაციას ილია თოფურიას ოჯახის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მკითხველები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია, - რთული გზისა და გამარჯვებამდე მისული ბრძოლის ამბავს, მკითხველი წიგნიდან “დედა და ილია” გაეცნობა, რომლის შეძენა საქართველოში “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, ან ონლაინ, veli.store-ზე შეგიძლიათ.
“დედა და ილია” 3 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, წიგნი მომავალში ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცემა.
ბიოგრაფიული ლიტერატურის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH Sports-ი.

პროექტის წარმდგენია - SMH Sports-ი
SMH Sports-ის მხარდაჭერით, აქამდე გამოიცა გიორგი კეკელიძის წიგნი ”ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. ქართველი სპორტსმენების შესახებ გამოცემული წიგნების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვანი ქართველების ისტორიული გამარჯვება და გზა წარმატებამდე გაიცნოს, როგორც ადგილობრივმა მკითხველმა, ასევე ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.
SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.
SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.










