დარასელიას თასის გათამაშებაში 6 გუნდი ჩაერთვება: დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი (იტალია), უოტფორდი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და გალათასარაი (თურქეთი).
გუნდები A და B ჯგუფში გადანაწილდებიან, პირველ ადგილოსნები ავტომატურად ნახევარფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინული პრინციპით (A2-B3; B2-A) ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. მეოთხედფინალის გამარჯვებულები ბრძოლას თასისთვის განაგრძობენ, დამარცხებულები კი ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან. ჩატარდება მე-3 ადგილისთვის შეხვედრაც.

მიმდინარე წელს, არსებობის განმავლობაში პირველად, ტურნირი სრულად ბუნებრივ საფარიან მოედნებზე გაიმართება: დარასელიას თასი 2024-ის მატჩებს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და საგურამოში ს.კ ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზა უმასპინძლებს, ტურნირის ფინალური შეხვედრა დინამო არენაზეა დაგეგმილი.
სიახლეა ისიც, რომ ტურნირს ორი ელჩი ეყოლება. ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენლები: თემურ ქეცბაია და ვლადიმერ გუცაევი ტურნირის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, მონაწილეობას სხვადასხვა სახის აქტივობაში მიიღებენ.
დარასელიას თასი 2024-ის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს. ქართული გუნდების მონაწილეობით გამართული მატჩები პირველი არხის ეთერში გადაიცემა, ხოლო უცხოური გუნდების დაპირისპირება - პირველი არხი სპორტზე.










![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




