იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში ერთმანეთს დიეგო მარადონას სტადიონზე ნაპოლი და ლეჩე დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, თუმცა საქმე გოლამდე არ მიდიოდა. დი ლორენცომ ანგარიში გახსნა, მაგრამ გოლი ვიდეო-რეფერიმ გააუქმა.
ნაპოლის კაპიტანმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ სცადა, გაიტანა და ამჯერად გოლი ჩაითვალა. ნაპოლიმ 1:0 დი ლორენცოს ერთადედერთი გოლით მოიგო.
გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიამ კონტემ დაასვენა და სათადარიგოთა სკამიდან 72-ე წუთზე შეიყვანა. ნაპოლი მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, მილანის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.
ამ გამარჯვებით კი ნაპოლიმ 22 ქულა დააგროვა და კვლავ სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია.