ესპანეთთან წაგებული 4:1 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"პირველ რიგში, ბედნიერები ვართ იმით, რაც ამ დღეებში გავაკეთეთ. ჩემი აზრით, იმ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა იყო. არადა, ნიდერლანდებს ასეთი გოლი გაუუქმეს. VAR ფანტასტიკური გამოგონებაა ფეხბურთში, მათ შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა რაკურსი სანახონ, თუმცა ორ, ერთი და იმავე ეპიზოდში, მსაჯები სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ, რაც გულდასაწყვეტია.
საქართველოში ჩემი მუშაობის დროს ბევრი ცუდი და კარგი მომენტი გადავიტანეთ. ჩემს მომავალზე მოგვიანებით ვილაპარაკებ. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მოგზაურობა დასრულდა.
დღეს, გულდაწყვეტილი არ ვარ. წავაგეთ ძლიერ გუნდთან, მაგრამ ამ ჩემპიონატზე ფანტასტიკური ემოციები მივიღეთ და ქართველ ხალხს ბედნიერება მივანიჭეთ.
პირველი ტიამი რომ მოგვეგო, მეორე ნახევარი შესაძლოა, სხაგვარად წარმართულიყო. ამას დაემატა ოთარ კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ნაკრებისთვის საკვანძო ფეხბურთელია.
ჩვენ დავბრუნდებით! ფეხბურთელები, მწვრთნელები, მე და ყველა ვხედავთ საოცარ სტადიონებს, ვთამაშობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ და ვიღებთ დიდ ემოციებს. რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხისთვისაც დიდი სიამოვნებაა", - განაცხადა სანიოლმა.