არსენალის ბანაკიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, იურიენ ტიმბერმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და, თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, იურიენ ტიმბერმა ტრავმა მარტში მიიღო, რის შემდეგაც არსებობდა ვარაუდი, რომ მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა. მიკელ არტეტასთვის საბედნიეროდ, 24 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში უკვე განაახლა. მეტიც, დიდი შანსია, ნიდერლანდელი მცველი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში არსენალის სამატჩო განაცხადშიც კი მოხვდეს.








