არსენალის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, ბენ უაითის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც ინგლისელი განაპირა მცველი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 28 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ბენ უაითმა მუხლის მძიმე ტრავმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, ვესტ ჰემთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ბენ უაითის გარდა, არსენალში ტრავმები იურიენ ტიმბერსა და მიკელ მერინოსაც აწუხებთ.








