ფარერებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ამ თამაშში განსაკუთრებულ ექსპერიმენტებს არ ვგეგმავთ, რადგან საშუალებას ვაძლევთ ახალ ფეხბურთელებს, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ჩემი მოლოდინიც უცვლელია - ყველასგან მაქსიმუმს ველოდები, ვინც ამჟამად ნაკრებია გამოძახებული.
ნაკრებში სულ არის 9-10 ადგილი, სადაც ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მოხვედრა, ამიტომ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება სექტემბრის მატჩებში.
ფარერები კარგად დაკომპლექტებული გუნდია და მათ წინააღმდეგ რამდენიმე ნაკრებს პრობლემა შეექმნა. ამ თამაშში 100% უნდა გავიღოთ", - განაცხადა სანიოლმა.







![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




