ოფიციალურად: ჩაბი ალონსო ჩელსის მთავარი მწვრთნელია! მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, ესპანელი სპეციალისტი კი საქმიანობას 1 ივლისიდან შეუდგება.
Chelsea Football Club is delighted to announce the appointment of Xabi Alonso as Manager of the Men’s Team.
— Chelsea FC (@ChelseaFC) May 17, 2026
The Spaniard will begin his role on July 1, 2026, having agreed a four-year contract at Stamford Bridge.
Welcome to Chelsea, Xabi!
"ჩელსი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და უზარმაზარი სიამაყით მავსებს ის ფაქტი, რომ ამ დიდებული კლუბის მთავარი მწვრთნელი გავხდი.
კლუბის მფლობელებთან და სპორტულ ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საერთო ამბიცია გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მუდმივად უმაღლეს დონეზე იბრძოლებს და ტიტულებისთვის კონკურენტუნარიანი იქნება.
გუნდში ბევრი ტალანტი ირიცხება და ამ საფეხბურთო კლუბს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩემთვის დიდი პატივია ჩელსის მწვრთნელობა. ახლა მთავარი ყურადღება მუშაობაზე, სწორი კულტურის ჩამოყალიბებასა და ტიტულების მოგებაზე გადავა", - განაცხადა ჩაბი ალონსომ.












