წარმატებულად იასპარეზაქართული ჭადრაკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - Grand Prix PlusCity. შეჯიბრებაელვისებურ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაში 38 ქვეყნის 320-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
ბაადურმა 13-დან 10.5 ქულა მოიპოვა და II-III ადგილი გაინაწილა ტობიას კოლესთან (გერმანია).პირველ ადგილზე გავიდა პარხამ მაგსოდლუ (ირანი) 12 ქულით.
ავსტრიაში ასევე გაიმართა,ფიდეს მმართველი საბჭოს სხდომა. შეხვედრასფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი დაესწრო.








