მეცის ყოფილმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა თავკაცმა ახალგაზრდა თავდამსხმელი შეადარა ემილიო ბუტრაგენიოს და აღნიშნა, უნგრეთის ეროვნული გუნდისთვის ქართველი ფორვარდი შესაძლოა დიდ საფრთხედ იქცეს.
"მიქაუტაძე ძალიან კარგი ბიჭია, ვისთანაც სასიამოვნო საუბარი ან ხუმრობაც შეიძლება. რაც შეეხება მის სათამაშო თვისებებს, აქვს ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და ამ მხრივ ჟორჟი ბუტრაგენიოსაც მაგონებს. მაღალიც არაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი ბურთი გაჰქონდა თავით, როცა მეცში ქართველი ფორვარდის დამრიგებელი ვიყავი.
მოახლოებული მატჩი? უნგრეთი ვილიარეალის თავდამსხმელს უნდა უფრთხოდეს. ქულები სჭირდება ორივე ნაკრებს და აქედან გამომდინარე, საინტერესო შეხვედრა გველის. დიახ, "ჯვაროსნები" არ არიან ტოპ გუნდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტივი გასეირნება იქნება", - განაცხადა რუმინელმა დამრიგელმა.













