ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა - ჩრდ.ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა, უკრაინასთან კი უგოლო ფრე ითამაშა.
პარალელურად, ერთა ლიგაზე არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა, სადაც საქმეში ევროპული გრანდი ნაკრებებიც ჩაერთვნენ.

სტატისტიკური კომპანია SofaScore გვთავაზობს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელთაც მიმდინარე ერთა ლიგაზე მაქსიმალური აჩქარებები განახორციელეს.
საუკეთესოთა შორისაა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მარცხენა მცველი საბა ხარებაშვილი, რომელმაც ჩრდ.ირლანდიასთან მატჩში მაქსიმალური სიჩქარე 36.1კმ/სთ დააფიქსირა.
| ფეხბურთელი | ქვეყანა | სიჩქარე |
| ჯულიან რეიერსონი | ნორვეგია | 36.2 კმ/სთ |
| კრისტოფერ აიერი | ნორვეგია | 36.2 კმ/სთ |
| საბა ხარებაშვილი | საქართველო | 36.1 კმ/სთ |
| ფრედრიკ ორსენსი | ნორვეგია | 36.1 კმ/სთ |
| მიკი ვან დე ვენი | ნიდერლანდები | 36.1 კმ/სთ |
| პაუ კუბარსი | ესპანეთი | 36.0 კმ/სთ |
| ჰარი კეინი | ინგლისი | 35.9 კმ/სთ |

















