ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებიდან წასვლას ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჟორჟ მიქაუტაძე ეხმაურება და სანიოლსა და ადელ შადლის ემშვიდობება.
"მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაიარეთ და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად განვიცადეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მადლობა იმ ძალისთვის, რომელიც მომეცით.
თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი თავის გვჯეროდა და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი.
მოედნის მიღმა კი ყველაზე მეტად იმ რჩევებს დავაფასებ, რაც წლების განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ. ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად. მადლობა ყველაფრისთვის", - წერს მიქაუტაძე.











