აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ტურში ზირა საკუთარ მოედანზე საბაილს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ზირას ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი, რომელმაც მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
სეზონი ვოლკოვმა ბრწყინვალედ დაიწყო. აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ბოლო 5 შეხვედრაში კი 6-ჯერ აქვს აღებული მეტოქეთა კარი.
ზირა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, ამ 6 გოლიდან კი ვოლკოვმა 3 სწორედ ევროტურნირებზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ზირაში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი გადავიდა.