როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიას ბრძოლის პარალელურად, ლა ლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი მიმდინარეობდა, სადაც რეალი ბარსელონას დაუპირისპირდა.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
მოგეხსენებათ, თოფურია რეალის გულშემატკივარია და ბრძოლის შემდეგ, მას ელ კლასიკოს შედეგი ამცნეს.
"არაუშავს, რაც არ უნდა იყოს, მაინც ჰალამადრიდ!" - ასე გამოეხმაურა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ბარსასთან მარცხს.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ს ლეგენდა ჰოლოვეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.