ოფიციალურად — მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჯუდ ბელინგემს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება. ინგლისელი ფეხბურთელი ტრავმით რამდენიმე თვის განმავლობაში თამაშობდა, შესაბამისად, ოპერაციული ჩარევა აუცილებელი გახდა.
პირველადი ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემი დაახლოებით 3 თვეს იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მომდევნო სეზონის სტარტს გამოტოვებს.








