აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერი და ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ კიდევ ერთხელ შევძელი ჩემი გულშემატკივრის გახარება. რა თქმა უნდა რთული იყო გამარჯვება, თუმცა, მე და ჩემი გუნდი აქ ბოლომდე საბრძოლველად ჩამოვედით და მადლობა ღმერთს, რომ ოქროს მედალი დავიბრუნე."
"მსოფლიო ჩემპიონატზე გამოცდილება არცერთ სპორტსმენს არ აკლია და მითუმეტეს, როდესაც ფინალში გადიხარ იქ ტაქტიკა და ტექნიკა უკანა პლანზე გადმოდის და მთავარია მონდომება. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით უფრო მონდომებულები და შესაბამისად, ოქროც ჩვენ დაგვრჩა" — ტატო გრიგალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და 4-ჯერ ოქროს მედლის მფლობელი გახდა.












