როგორც რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გაუწყეთ, 17 წლის ტალანტის, ანრია ბართიშვილის შეძენით ლონდონის არსენალი ინტერესდება.
ეს ინფორმაცია გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ BBC-მაც დაადასტურა და დაწერა, რომ მეთოფეები ბართიშვილს კონტრაქტს შესთავაზებენ.
"არსენალი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელის შეძენას აპირებს. ბართიშვილს ფოთის კოლხეთთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აქვს, არსენალი კი აპირებს, რომ ბართიშვილს წინასწარი კონტრაქტი შესთავაზოს.
ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „არსენალი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ბართიშვილის შეძენას ცდილობს.
ბართიშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტალანტად ითვლება და მას რამდენიმე იტალიურ გუნდს, მათ შორის იუვენტუსსაც უკავშირებენ", - წერს BBC.












