ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეაში მიმდინარე სეულის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
1/8 ფინალურ ეტაპზე ის ვუ ტუნგ-ლინს დაუპირისპირდა და 3-სეტიან ბრძოლაში დაამარცხა. პირველი სეტი ქართველმა მარტივად, 6:2 მოიგო, მეორე სეტი კი ტაი ბრეიკში წააგო.
ბოლო, გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი გაუკეთა, 6:4 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სეულის ტურნირის 1/4 ფინალში 32 წლის ჩოგბურთელის მეტოქე იაპონელი მორია იქნება, შეხვედრა 1 ნოემბერს შედგება.