ბარბორა კრეიჩიკოვა 2024 წლის უიმბლდონის გამარჯვებულია

ფინალური შეხვედრა 3 სეტში და 1 საათსა და 58 წუთში დასრულდა. პირველი სეტი კრეიჩიკოვა 6-2 მოიგო, მეორეში 2-6 დამარცხდა, ხოლო გადამწყვეტ, მესამე სეტში 6-4 იმარჯვა და კარიერაში პირველად მოიგო სამეფო ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ იანა ნოვოტნას, პეტრა კვიტოვასა და მარკეტა ვონდროუშოვას შემდეგ, ბარბორა კრეიჩიკოვა მე-4 ჩეხი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის მოგება მოახერხა.








