მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ტურნირს მოყვარული ჩოგბურთელებისთვის, უკვე მეორედ მართავს. „ბაკურიანის თასს“ წელსაც, ტრადიციულად, მზიურის კორტები უმასპინძლებს. ტურნირი დღეს იწყება და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
„ბაკურიანის თასი“ GTA - საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ორგანიზებით ქალთა და მამაკაცთა შორის ერთეულთა და წყვილთა კატეგორიაში ტარდება. ტურნირში 128 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობს, საპრიზო ფონდი კი 17 000 ლარია.
„ბაკურიანის თასი“ წელს უფრო მასშტაბური იქნება, 24 მაისს კი ფინალის დღეს, სტუმრებს არაერთი აქტივობა ელოდებათ. სასიამოვნო სპორტულ ატმოსფეროს „ბაკურიანი“ პარტნიორებთან ერთად შეგიქმნით. წელს ტურნირის მეგობრები და მხარდამჭერები არიან: ENERGIA BY BORJOMI, TBC Concept, Oktopus, Silk Hospitality და Setanta Sports.
ანი გრიგოლია,„ბაკურიანის“ ბრენდ-მენეჯერი: „„ბაკურიანის თასით“ ბრენდი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას. ტურნირი გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ყოველწლიური და მასშტაბური გახდეს. ჩოგბურთი ძალიან პოპულარულია საქართველოში, ტურნირში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც გაზრდილია, რაც „ბაკურიანის თასს“ უფრო საინტერესოს და მასშტაბურს ხდის. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს. გულშემატკივარს და ჩოგბურთის მოყვარულებს კი ძალიან საინტერესო შეხვედრები ელოდებათ.“
უტა კემულარია, GTA - ქართველ ჩოგბურთელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი: „GTA - ქართველ ჩოგბურთელთა ასოციაციამ „ბაკურიანის თასს“ წელსაც 1000-ქულიანი კატეგორიის სტატუსი მიანიჭა. შარშანდელი ტურნირი ძალიან საინტერესო იყო. წელს უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, საკმაოდ დაძაბული იყო საკვალიფიკაციო შეხვედრებიც და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო სანახაობრივი ოთხი დღე გველოდება.“
ჩოგბურთის მოყვარულებს და გულშემატკივრებს, ტურნირის ორგანიზატორები, ოთხი დღის განმავლობაში, მზიურის კორტებზე ელოდებიან. ფინალის დღეს კი 16:00-დან დაიწყება After Party, სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე KIPO იზრუნებს. დასწრება თავისუფალია.








