საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პსჟ-ს ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
" ბაიერნთან მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩას ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ რუმინეთთან მისი თამაში გამორიცხული იქნება. მას ნაკრებთან ყოფნა ძალიან უნდოდა და ბაჰრეინთან მატჩში მოვიაზრებთ, რომ ითამაშოს. სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩამ კრიტიკა მიიღო. ამბობდნენ, რომ მხოლოდ დიდ თამაშებში იხარჯებოდა და პატარა გუნდებთან ნაკლებს შრომობდა. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ის იყო, რომ მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამ კრიტიკაზე, შრომა გააგრძელა და კრიტიკოსებს პასუხი მოედანზე გასცა.
ეს იმის ნიშანია, თუ როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია ხვიჩა. მის მიდგომებს ძალიან ვაფასებ. არ ვიცი, ამ მომენტისთვის საუკეთესოა თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ რომ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარას პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება, 2 ივნისს კი საქართველო რუმინეთს დაუპირისპირდება.








