ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, ასტონ ვილამ საკუთარ კედლებში ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში სტუმრება დებიუტშივე გახსნეს — თავი ენცო ფერნანდესმა გამოიჩინა და არისტოკრატებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე, 57-ე წუთზე მარკო ასენსიომ გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ესპანელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა და ასტონ ვილამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ასენსიონს ორივე გოლი მარკუშ რაშფორდმა გაატანინა.