ბეინ ჯეიკობსის თქმით, ლონდონის არსენალი მომავალ სეზონში ახალ მარცხენა შემტევს გაიფორმებს. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ "მეთოფეები" ზაფხულში დაემშვიდობონ ლეანდრო ტროსარი-გაბრიელ მარტინელის შორის ერთ-ერთს, ან ორივეს. საოცნებო ტრანსფერების სიაში კი ემირეიტსის მკვიდრთათვის ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს.
"არსენალის სამიზნეში სამი შემტევია. პირველი - გორდონი, მეორე - კვარაცხელია, ვისი გაფორმებაც საოცნებო და რთულად შესასრულებელი ამოცანაა. მე-3 ვარიანტი როდრიგოა, მაგრამ რეალი მის სანაცვლოდ საკმარისზე დიდ ფულს მოითხოვს", - წერს ინგლისელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონური გუნდი დაუპირისპირდება პარის სენ-ჟერმენს, რომლის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ ქართველი ვინგერი არის. მიმდინარე სეზონში მან 10 ბურთის გატანა და 6 ასისტის გაკეთება მოასწრო.








