ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში გააკეთა საგოლე მოქმედება.
ნახევარფინალურ მატჩში კვარამ ბაიერნს ჯერ დუბლი შეუსრულა, განმეორებით შეხვედრაში კი ასისტი გააკეთა და პსჟ-მ ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა.
კვარა კიდევ ერთ რეკორდს უახლოვდება - ლიგის ფლეი-ოფის ერთ სეზონში ხვიჩას 10 საგოლე მოქმედება აქვს გაკეთებული. მსგავსი შედეგი კი ისტორიაში მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა - ბენზემამ, რონალდუმ, მესიმ და ლევანდოვსკიმ დააფიქსირეს.
კრიშტიანუმ ფლეი-ოფებში 10+ საგოლე მოქმედება 2016/17 (11) და 2013/14 (10) წლების სეზონში დააფიქსირა, ლეო მესიმ 2011/12 (10) წლების სეზონში, ბენზემამ 2021/22 (11) წლების სეზონში, ხოლო ლევანდოვსკიმ 2019/20 (10).








