არგენტინის თასის 1/32 ფინალში გაიმართა შეხვედრა დეპორტივო რიესტრასა და ნიუელს ოლდ ბოისს შორის, რომლის მიმდინარეობისას მოედანზე გამოჩნდა 14 წლისა და 29 დღის ასაკის მოთამაშე. მატეო აპოლონიო - რიესტრას მარცხენა მცველი, რომელმაც მოედანზე 6 წუთი დაჰყო.
არგენტინელმა განაპირა მცველმა მოხსნა სერხიო აგუეროს მიერ 2003 წელს დაფიქსირებული რეკორდი - მოედანზე გამოსვლის მომენტში ის 15 წლის და 35 დღის იყო. რიესტრას მარცხენა მცველმა ასევე ჩამოიტოვა დიეგო მარადონა (15 წელი და 355 დღე) და აგრეთვე მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები:
ხამეს როდრიგესი (14 წელი და 309 დღე), მარტონ ოდეგორი (15 წელი, 117 დღე), ერლინგ ჰოლანდი (15 წელი, 291 დღე). ცნობისთვის, მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის რადამელ ფალკაოს, რომელიც 13 წლის და 198 დღის იყო. 1999 წელს, მან ითამაშა ლანსეროს ბოიაკას რიგებში, ორი წლის შემდეგ კი ის რივერ პლეიტმა წაიყვანა.