ეროვული ლიგის მე-14 ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ტური მეშახტესა და ტორპედოს მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა ტორპედომ ძალები მოიკრიბა და მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრიჩი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. გოლი და საგოლე გადაცემაა გიორგი არაბიძის ანგარიშზე.
მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ საშიანო მატჩი "დინამო არენაზე" გამართა, სადაც ანდრია ბართიშვილის სადებიუტო გოლით გაგრა 1:0 დაამარცხა.
საოცრად დაძაბული იყო გორში გამართული მატჩი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დილასა და დინამო თბილისის მატჩი უგოლოდ დასრულდა.








