შეხვედრის შესახებ "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ისაუბრა:
"დღევანდელ შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველი ნახევარი ლუდოგორეცის უპირატესობით წარიმართა, იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ცოტას ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ. მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვედით მოედანზე და გოლიც გავიტანეთ, მომენტებიც გვქონდა, თუმცა გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ.
შეიძლება ითქვას, რომ მესამე გოლმა ცოტა გაგვტეხა. ეს გოლი ჩვენი შეცდომის გამო გაგვიტანეს და ვფიქრობ, რომ ამ გოლით ლუდოგორეცმა დამატებითი ენერგია მიიღო, ჩვენ კი პირიქით, - თავდაჯერება დავკარგეთ.
გავაანალიზებთ დღეს დაშვებულ შეცდომებს. ამ თამაშმა ჩვენ ფეხბურთელებს გარკვეული გამოცდილება შესძინა. განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით. ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ," - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.
"დინამო ბათუმი" "ლუდოგორეცს" ბათუმში 17 ივლისს დაუპირისპირდება.








